Hydro Chemie INT GmbH



Lotuclean-A

:: გამოყენება

მუშაობა Lotuclean A–სთან მარტივია. ეს არის კონცენტრატი, რომელიც 1:4 – 1:8 –მდე იხსნება წყალში, ანუ 1ლ Lotuclean A მიიღებთ 5-9ლ მზა გამწმენდს, რომელიც სპობს ხავსს, სირსველს, წყლის მცენარეებს და ა.შ.. მზა სითხე შეგიძლიათ დაიტანოთ ვენახის აპარატით, ფუნჯით, სარწყავი ჭურჭლით და სხვა. მცირე ზომის საგნები შეგიძლიათ მთლიანად ჩაყოთ გამწმენდ სითხეში,Mმაგალითად ჟანგის გასაცლელად.

:: ტროტუარი, კიბე და სხვა

დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე Lotuclean A მზა ხსნარი (1:8), მიეცით 2-3სთ მოქმედების საშუალება და გარეცხეთ წყლის ჭავლით. ხავსის სქელი ფენა წინასწარ მოაშორეთ მექანიკურად.

გამწვანებული ფასადები

გამზადებული 1:8 Lotuclean A ხსნარით დაასველეთ ზედაპირი და 30-60წთ შემდეგ გადარეცხეთ წყლის ჭავლით.

შებათქაშებული და ძლიერად შემწოვი ზედაპირები

წინასწარ საკმარისად დანამეთ წყლით. ხსნარი მოამზადეთ 1:5 ან 1:6-ზე და დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე. 30-60წთ შენდეგ გარეცხეთ წყლის ჭავლით.

ხის ღობეები, შეღებილი კარები, პლასტმასის ზედაპირები

ამ შემთხვევაშიაც Lotuclean A ადვილად აცლის ჭუჭყს. გამზადებული 1:8 ხსნარი დავიტანოთ 30-60 წთ და გავრეცხოთ წყლის ჭავლით.

უსაფრთხოების რეკომენდაციები

Lotuclean A-ით მუშაობისას გამოიყენეთ დამცავი სათვალეები და რეზინის ხელთათმანები. კანზე მოხვედრილი გაუხსნელი Lotuclean A მაშინათვე ჩამოიბანეთ წყლით. თვალებთან კონტაქტისას აუცილებლად დაიბანეთ თვალი წყლის დიდი რაოდენობით, შექმნილი პრობლემების შემთხვევაში კი მიმართეთ ექიმს და თან იქონიეთ ეტიკეტი და უსაფრთხოების პასპორტი. Lotuclean A ისევე, როგორც სხვა ქიმიკალიები, შეინახეთ ბავშვებისაგან შორს.

აქტიური ნივთიერებები

Lotuclean A შეიცავს ხილისა და მის იდენტურ ბუნებრივ მჟავებს, ბიოლოგიურად ადვილად იშლება.