Hydro Chemie INT GmbH

Lotuclean-BT

:: General Information

Lotuclean BT არის ნეიტრალური , მაღალეფექტური გამწმენდი საშუალება ძველი ლაქებისა და საღებავების, ბითუმის, გრაფიტის, წებოს ნარჩენებისა, ფისიანი გაშპალკული ფენების შესანიშნავი თვისებებით. ტყავი კარგად ღებულობს. Lotuclean BT ვერ აცლის წებოვან საღებავებს, კიროვან გამათეთრებლებს და სილიკატურ წებოს, ვინაიდან ისინი არ შეიცავენ ფისებს. სამაგიეროდ მათი მოშორება ადვილია Lotuclean SF-ით და წყალში გახსნილი Lotuclean N-ით. Lotuclean BT უხდება ყველა მინერალურ და მეტალის ზედაპირებს, ხესა და კერამიკას, ბეტონსა და ბუნებრივ ქვას, აგურსა დაგალესილ ზედაპირებს, რომლებსაც უნდა მოსცილდეს ძველი საღებავი და ფისები. Lotuclean BT წარმოადგენს ტიქსოტროპულ, უფერო, მალამოსებრ ბლანტ მასას, რომლის დატანა ადვილად შეიძლება ფუნჯით, როლიკით, გამაფრქვევლით ან ნატურალური ბეწვის რბილი ჯაგრისით. იგი თავისი ტიქსოტროპული კონსისტენციის გამო შეიძლება გამოყენებულ იქნას ვერტიკალურ ზედაპირებზე.

:: გამოყენება

Lotuclean BT დაიტანეთ ზედაპირზე და მოსაშორებელი სისქის შესაბამისად დატოვეთ 20 წთ – 2 საათამდე მოქმედებისათვის. შემდეგ გარბილებული ფენა მოაშორეთ შპატელით, ნარჩენები კი გადარეცხეთ ძლიერი წყლის ჭავლით. სხვა გამწმენდებისაგან განსხვავებით Lotuclean BT აცლის ერთდროულად საღებავის რამდენიმე ფენას, თუ არის დატანილი საკმარისირაოდენობა. საშუალო ხარჯი შეადგენს 200-250 გრ. 1 კვ. მეტრზე. იმ შემთხვევაში, თუ Lotuclean BT –ს მასა არ იქნება საკმარისი და მოსაშორებელი ფენა დარჩება მაგარი, მოგვიანებით შეიძლრბა კიდევ ერთი თხელი ფენისწასმა და 20 წთ შემდეგ მისი მოშორება.

:: გამოყენების მაგალითები

საღებავების, ლაკების, ფისებისა და ბითუმის ძველი ფენები

ვერტიკალურ ზედაპირებზე Lotuclean BT უნდა დავიტანოთ განიერი ფუნჯით. ჰორიზონტალურზე კი შეიძლება გადაისხას და შემდეგ როლიკით ან რბილი ცოცხით თხლად განაწილდეს. ძველი საღებავის სიმაგრის შესაბამისად 30-60 წუთამდე მიეცეს მოქმედების საშუალება და შემდეგ იგი უნდა მოშორდეს შპატელით ან წყლის ჭავლით.

გრაფიტის მოშორება

Lotuclean BT ესმევა 30-60 წუთით განიერი ფუნჯით და შემდეგ ეცლება ძლიერი წყლის ჭავლით.

რბილი იატაკების წებოს ნარჩენები

Lotuclean BT ისხმევა იატაკზე და თხლად ნაწილდება როლიკით ან რბილი ცოცხით, 30-60 წთ შემდეგ შპატელით ან წყლის ჭავლით ძველი წებო უნდა მოშორდეს.

ორკომპონენტიანი შემადგენლობები

გამოიყენება როგორც ზემოთ აღნიშნულ ძველი საღებავების შემთხვევაში, მოქმედების დრო არის 1-5 საათამდე, შემდეგ ეცლება შპატელით და ძლიერი წყლის ჭავლით.

:: აქტიური ნივთიერებები

ალკოჰოლური ნახშირწყლები, ბიოლოგიურად იშლება.

:: უსაფრთხოების ზომები

Lotuclean BT -თან მუშაობისას გამოიყენათ გამხსნელების მიმართ გამძლე დამცავი ხელთათმანები.