Hydro Chemie INT GmbH

Lotuclean-SF

LotuClean SF არის მჟავაზე დამზადებული გამწმენდი საშუალება, რომელიც მოქმედებს მინაზედაც. ამიტომ მისი მოქმედება ისეთ მასალებზე, როგორიცაა მარმარილო, დოლომიტი ან შუშა უნდა შეუმჩნეველ ადგილზე შემოწმდეს. ფასადები ან ქანდაკებები, რომლებსაც არა აქვთ პოლირებული ზედაპირი, შეიძლება უპრობლემოდ გაიწმინდოს. ალუმინის ზედაპირთან შეიძლება მხოლოდ ხანმოკლე შეხება.

:: გამოყენება

LotuClean SF შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც კონცენტრირებული, ასევე 1:3 წყალში გახსნილი ჭუჭყის სიძველის და დონის მიხედვიდ. ჰორიზონტალურ ზედაპირებზე LotuClean SF დაიტანენ ფუნჯით, როლიკით ან ცოცხით, ვერტიკალურ ზედაპირებზე კი საუკეთესო მეთოდი არის “დატბორვა”. მოქმედების დრო არის 15-30 წთ, შემდეგ უნდა ჩამოირეცხოს წყლით. ხავსის სქელი ფენა წინასწარ უნდა მოშორდეს მექანიკურად. LotuClean SF შხეფები არ ავნებს მცენარეებს, მაგრამ კონცენტრირებულმა შემადგენლობამ შეიძლება ისინი დააზიანოს. მჟავისებრი გამწმენდი საშუალებები და ჩამონარეცხი წყალი არ უნდა ხვდებოდნენ კანალიზაციაში. ვინაიდან ფასადების რეცხვის შემდეგ რჩება დიდი რაოდენობით მჟავანარევი წყალი, აუცილებელია მისი განეიტრალება. ამისათვის კედლის ქვეშ უნდა დაიფინოს პოლიეტილენი და შემდეგ დაიყაროს კიროვანი ხრეშის თხელი ფენა დაახლოვებით 1 სმ სისქით და 20 სმ სიგანის ფასადის მთელ სიგრძეზე. ასე განეიტრალიზებული წყალი შეიძლება ჩავიდეს კანალიზაციაში, ვინაიდან განეიტრალიზებული ნარჩენები ბიოლოგიურად ძალიან კარგად იშლებიან გამწმენდ ნაგებობებში.

:: ტროტუარები, კიბეები და სხვა.

LotuClean SF გაუხსნელს იტანენ 15-30 წთ და შემდეგ დალბობილი ჭუჭყი უნდა ჩამოირეცხოს წყლის ჭავლით. ზოგიერთ ადგილებში საჭიროებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯაგრისი. სქელსა და ძველ ჭუჭყზე შეგიძლიათ მეორედ გამოიყენოთ LotuClean SF. ახლო მდებარე ბალახის და ყვავილების გაზონები ჩამონარეცხი წყლისაგან შეგიძლიათ დაიცვათ კიროვანი ხრეშით.

:: ფასადების გასუფთავება

ფასადის ბეტონის ზედაპირზე, ფასადურ აგურის ან ქვის წყობის ზედაპირებზე, გალესილ შეუღებავ ფასადებზე იტანენ გაუხსნელ კონცენტრირებულ LotuClean SF და 15-30 წთ შემდეგ დალბობილი ჭუჭყი უნდა ჩამოირეცხოს წყლით. LotuClean SF დატანისათვის იყენებენ პლასტმასის მცირე ტუმბოებს გამშხეფავი წამოსაცობებით. უნდა ერიდოთ წვრილ გამშხეფებლებს, ვინაიდან აეროზოლის მსგავსმა წვრილმა ნაწილაკებებმა შეიძლება დააზიანონ გარემო. დაიტანეთ LotuClean SF ფასადზე ისე, რომ ჩამოედინებოდეს კედელზე 50-60 სმ, ამ შემთხვევაში კედელი ღებულობს LotuClean SF საკმარისი რაოდენობით. მხოლოდ ძველ სამრეწველო ჭუჭყზე შეიძლება დასჭირდეს დამუშავების გამეორება. ძლიერად შემწოვი ზედაპირები უნდა წინასწარ დაინამოს ზედმეტი ხარჯის ასარიდებლად.

მომინანქრებული ფილებით მოპირკეთებული და მოზაიკური ზედაპირების გაწმენდა

გაუხსნელი ან 1:2 წყალში გახსნილი LotuClean SF დაიტანეთ ფასადზე და 15-30წთ შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

ხის კიბეები, ტერასის იატაკები და სხვა.

გაუხსნელი ან 1:2 წყალში გახსნილი LotuClean SF დაიტანეთ ხის ზედაპირებზე და 15-30წთ შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

ხის შემოღობვა, ჟალუზები, პლასტმასის ზედაპირები

წყალში 1:3 ან 1:2 გახსნილი LotuClean SF დაიტანეთ ზედაპირზე და 15-30წთ შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით.

სამრეწველო შემინვა

გაუხსნელი ან 1:2 წყალში გახსნილი LotuClean SF დაიტანეთ შუშაზე და 15-30წთ შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. გადახურვის შემინვის რეცხვისას მიაქციეთ ყურადღება მოთუთიებულ საწვიმარ საწრეტ მილებს, ვინაიდან თუთია ადვილად ზიანდება მჟავით და სჭირდება დაცვა. სახურავების რეცხვისას პრინციპულად უნდა განეიტრალდეს ჩამონარეცხი წყალი.

შემდგომი დამუშავება

ჩამორეცხვა წყლით უნდა ხდებოდეს ჯერ დაბალი წნევით, რომ ავარიდოთ მჟავანარევი წვეთები, და შემდეგ უკვე მაღალი წნევით. შეიძლება გამოიყენოთ ჯაგრისი.

აქტიური ნივთიერებები

LotuClean SF შეიცავს ნეიონოტენურ ტენზიდებს, მინერალურ მჟავებს და გამწმენდ გამაძლიერებლებს.

უსაფრთხოების ზომები და რჩევები

მუშაობის დროს გამოიყენეთ დამცავი სათვალეები და ხელთათმანები. ფასადებისა და ტროტუარების რეცხვისას რეკომენდირებულია იხმაროთ რეზინის ჩექმები. კანზე მოხვედრილი LotuClean SF სასწრაფოდ უნდა ჩამოიბანოთ წყლით. თვალებთან შეხების შემთხვევაში სასწრაფოდ დაიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ ბოთლის ეტიკეტი. LotuClean SF–ით დასველებული ტანისამოსი მაშინვე გაიხადეთ და გარეცხეთ წყალში.