Hydro Chemie INT GmbH

Plasta®Dur-P

:: ზოგადი

PLASTADUR-P არის ორკონპონენტიანი გამჟღენთავი სინთეტიკა, რომელიც რამოდენიმე ოპტიმიზირებული სახეობის გარდა წარმოებაში არის 1967 წლიდან. ამ ათეული წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებისა და მისი მაღალი ხარისხის საფუძველზე გვეძლევა ამ მასალის გამოყენების დიდი შესაძლრბლობები. სხვა ჰიდროფობური გამჟღენთავი საშუალებების (მაგალითად ლოტუპორი) განსხვავებით, PLASTADUR-P ქმნის წყლის ორთქლის დიფუზიისათვის საწინააღმდეგო ზედაპირებს, ამაღლებს სამშენებლო მასალების ჰიდროსტატიკური დატვირთვის საწინააღმდეგო მდგრადობას. სხვა ჰიდროფობიზატორებისაგან განსხვავებით PLASTADUR-P აბსოლუტურად ჰერმეტიულია ორგანული გამხსნელების (ნავთობი), დეტერგენშემცავი წყლების ზემოქმედების შემთხვევაშიც კი. დამუშავებული მასალა გაშრობის შემდეგ ღებულობს დამატებით დადებით პლასტმასისებრ თვისებებს და მაღლდება მისი მდგრადობა წყლის, მინერალური ზეთების, გამხსნელების, მჟავების, ტუტეების, ამონაბოლქვი გაზების, ამინდისა და ეროზიის წინააღმდეგ. ეს ეფექტი გამოწვეულია ბეტონში მინერალური შემავსებლების დამატებითი სინთეტიკური კავშირების მეშვეობით. სამშენებლო მასალა ხდება წყალგაუმტარი და მდგრადი გარე სამყაროს მავნე ქიმიური ზემოქმედების მიმართ, ბეტონის იატაკები ხდება მდგრადი დაფშხვნისა და ნგრევისAწინააღმდეგ მაღალი წერტილოვანი დატვირთვის დროსაც. მდგრადობა იზრდება 20-ჯერ. იმის გამო, რომ ბეტონის ზედაპირი არის ძალიან ფოროვანი, ხდება სითხის არათანაბარი შეწოვა (ყლუპის მოცულობა), ანუ სხვადასხვა ადგილებში მასალამ შეიძლება მოითხოვოს მეტი სინთეტიკა და 15-20წთ შემდეგ დატოვოს მშრალის შთაბეჭდილება. ასეთი ადგილები კვლავ უნდა გაიჟღინთოს 15-20წთ ინტერვალით (სველი სველზე) არა ნაკლებ 5-6 ჯერ, სანამ არ მოხდება სრული გაჟღინთვა. წნევის გარეშე PLASTADUR-P აღწევს 20 მმ სიღრმეში ისეთ მასალებში, როგორიც არის ბეტონი, ცემენტისა და კირის ხსნარი. თაბაშირში და აგურშიAაღწევს 40 მმ სიღრმეს და მაგრდება მათში ქიმიურად. როგორც უკვე იყო ნახსენები, მასალის მინერალური შემავსებლები, როგორიც არის კვარცის ქვიშა, ღორღი, წიდა და სხვა ღებულობენ დამატებით პლასტიკურ გამძლე სინთეტიკურ ურთიერთკავშირს. გარდა ამისა დანარჩენი ფორებიც ივსება და იხშობა სინთეტიკით.

:: მინერალური ზეთებისა და სხვა ქიმიკალიების, ნაკელისა და გამდინარე წყლების საწინააღმდეგო ბეტონის გაჟღინთვა

ხშირად ხდება საპრობლემო ბეტონის იატაკების ან გადახურვების დაცვა გამოჟონილი მინერალური ზეთების, ქიმიკალიების, მარილის ხსნარების, ნაკელის და გამდინარე წყლებისაგან. PLASTADUR-P დამუშავებული ბეტონის იატაკები ძალიან ადვილად ირეცხება წყლის ჭავლით. მაგალითად სველ წარმოებებში, მეცხოველეობის ფერმებში, ანგარებში, მრავალსართულიან წარმოებებში მუდმივი წყლის ჭავლის ხმარებისაგან ბეტონის იატაკებზე არ ჩნდება ხავსი. ჩვეულებრივი თხელი შეღებვა ამ აგრესიულ გარემოსთან შეხებისას ვერ წყვეტს პრობლემას ხანგრძლივად, იმიტომ რომ ვერ უძლებს მექანიკურ დატვირთვას, ბეტონი შიშვლდება და იწყება მისი დაშლა.

:: სკამების გორგოლაჭების მიმართ მდგრადი იატაკები

რბილი იატაკების მოწყობა უშუალოდ ბეტონის და ცემენტის ზედაპირებზე ახალი პრობლემების შემქმნელია. მხილოდ რამოდენიმე მმ დიამეტრის სკამის როლიკების მაღალი წერტილოვანი დატვირთვა გადადის რბილი იატაკის ქსოვილის გავლით უშუალოდ ბეტონის ან ცემენტის ხსნარის ზედაპირზე. ეს წნევა აღწევს 600 კგ.კვ.სმ. ცემენტის ხსნარის ზედაპირი ვერ უძლებს ამ დატვირთვას და იშლება. PLASTADUR-P დამუშავებული იატაკი უძლებს წერტილოვან დატვირთვას 1000 კგ.კვ.სმ-ზე.

:: ადგეზია შემდგომი შეღებვისათვის

ყველაზე ხშირად PLASTADUR-P ხმარობენ ბეტონისა და ცემენტის ხსნარის ზედაპირების დამუშავებისათვის შეღებვამდე ან სხვა მოპირკეთებამდე. აღსანიშნავია, რომ ეპოქსიდური, პოლიურეტანული, ალკიდური, ქლირკაუჩუკისა და სხვა საღებავების სისტემები შესანიშნავად ეწებებიან წინასწარ PLASTADUR-P-თი დამუშავებულ ზედაპირებს და უმეტეს შემთხვევაში სანდოდ ეწინააღმდეგაბიან მათ გაცლას. ეს ეფექტი უნდა მივაწეროთ იმას, რომ შესაღები მასალა შესანიშნავად ეკრობა სინთეტიკურად შეკრულ ბეტონის ზედაპირს.

:: ბეტონის ავზები

ბეტონის ბუნკერი შეიძლება გადავაქციოთ სითხის ავზად მისი ზედაპირების შიგნიდან PLASTADUR-P-თი დამუშავების შემდეგ. ასეთი ავზები შეგვიძლია გამოვიყენოთ მინერალური ზეთების, თხევადი მინერალური სასუქების შენახვისათვის და სხვა. დამატებითი სპეციალური დამუშავების შემდეგ ტუტეების, მჟავების, გალვანური ნარჩენების შენახვისათვის ან თვით გალვანურ ავზებათ გამოსაყენებლად.

:: ბეტონის ბუნკერები მშრალი მასალებისათვის

ნაყარი მშრალი მასალების ბუნკერების შიდა ზედაპირები ცვდება აბრაზიული დატვირთვებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის შემავსებელ ხრეშსა და ქვიშას გააჩნიათ საკმარისი მდგრადობა შეკუმშვაზე, მათ არ გააჩნიათ საკმარისი დამცავი ფუნქციები. მუდმივი ხახუნი და წნევა კი აცილებს ბეტონის შემავსებელ მინერალურ კომპონენტებს ცემენტისაგან და შლის ბეტონს. აქამდე ამ პრობლემებს წყვეტდნენ ბუნკერების შიგნიდან ბაზალტით ან სხვა ქვით მოპირკეთებით. PLASTADUR-P ეკონომიურად უფრო უკეთესად გადაწყვიტა ეს პრობლემა. PLASTADUR-P-თი დამუშავებული ზედაპირების მდგრადობა გაიზარდა 40-ჯერ (ქვანახშირის შემთხვევაში).

:: მრეწველობისა და ამინდის ზეგავლენისაგან დაცვა

გასული წლების განმავლობაში PLASTADUR-P-ით არაერთხელ დამუშავებულა ბუნებრივი და ხელოვნური ქვები. ამის მიზეზი იყო ამ მასალების პროგრესირებადი დაშლა მჟავათი დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ. აქ უნდა დასახელდეს კიდევ როგორც წვის პროცესის პროდუქტი, გოგირდის დიოქსიდი(S02) და აზოტის მონოქსიდი. ამ აგრესიული ზეგავლენების საწინააღმდეგოდ PLASTADUR-Pგამოაჩინა მდგრადობა. ძვირად ღირებული სარესტავრაციო სამუშაოები PLASTADUR-P მეშვეობით შეიძლება ჩატარდეს ნაკლები ხარჯებით. სარესტავრაციო სამუშაოებისათვის შემცვლელი ქვები იჭრება ბაზალტიდან, რაც 5-50 ჯერ ძვირია, ვიდრე ჩამოსხმული ხელოვნურად და PLASTADUR-Pდამუშავებული ქვები. გასუფთავებული Fფასადები PLASTADUR-Pდამუშავების შემდეგ ჭუჭყიანდება გვიან და ადვილად ირეცხება წვიმის წყლით. ხავსისა და სხვა მცენარეების გაჩენა პრაქტიკულად წყდება. მაგრამ საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ PLASTADUR-Pდამუშავებული ზედაპირების ფორები იხშობა და საცხოვრებელი სახლის კედლები ხდება ჰაერორთქლგაუმტარი, რაც არ არის სასურველი.

ჩვენ გვაქვს PLASTADUR-P მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება, ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ ამ პროდუქტის ხმარებისათვის საჭირო კონსულტაციებს.