Hydro Chemie INT GmbH

Plasta®Pox UH

:: ზოგადი

არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, როდესაც აუცილებელია გაკეთდეს ახალი ბეტონის ან თხელი ცემენტის ხსნარის ფენა ძველი ბეტონის ზედაპირზე. PlastaPox UH შესანიშნავად წყვეტს ამ პრობლემას. ძველი და ახალი შედუღაბების ადგილები იმდენად ძლიერი და საიმედოა, რომ დატვირთვის დროს იმტვრევა თვითონ ბეტონი და არა შედუღაბების ადგილი. ეს შეეხება ასევე ბეტონის თხელ ფენას, რომელიც გაკეთებულია ძველ ჰიდრატიზირებულ ბეტონზე. ეს ზედაპირი უძლებს ძალიან მაღალ დატვირთვებს სხვადასხვა ამწე მექანიზმების ექსპლუატაციის დროს, რომლებსაც აქვთ ფოლადის ბორბლები და გორგოლაჭები.

:: გამოყენების მაგალითები

მოტეხილი ზედაპირების რემონტი

ყველაზე ხშირად PlastaPox UH გამოიყენება დაზიანებული ბეტონის ზედაპირების აღდგენისათვის. ეს დაზიანებები PlastaPox UH დახმარებით შეიძლება შეკეთდეს ხანგრძლივი მოხმარებისათვის ძალიან სწრაფად და იაფად. დაზიანებული ადგილის გაწმენდის შემდეგ უნდა დავიტანოთ PlastaPox UH აღსადგენ ადგილზე და მაშინვე ახალ წასმულზე უნდა დავიტანოთ ცემენტის ხსნარი (ბეტონი) და ჩვეულებრივად გავასწოროდ ან შევლესოთ. ცემენტის ხსნარი უნდა შეესაბამებოდეს, რა თქმა უნდა, საჭირო მარკას, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნაკლს PlastaPox UH ვერ აღუდგენს.

ჩამოტეხილი ნაპირები და ნაწიბურები

მსგავსი მეთოდით შესაძლებელია აღადგინოთ ჩამოტეხილი ნაპირები. ამ სამუშაოების ჩატარებისას განსაკუთრებულად უნდა მიაქციოთ ყურადღება ცემენტის ხსნარის ხარისხს. ხსნარში ჩასაყოლებელი არმატურა (მინის ქსოვილი, მავთული ან სხვა) ეწინააღმდეგება ახალი ხსნარის დაზიანებას და ნაპირების ჩამოტეხვას.

დამატებითი ქანობის შექმნა

ძვალი ბეტონის ზედაპირზე PlastaPox UH მეშვეობით უპრობლემოთ შეიძლება მოეწყოს ქანობები. წვრილმარცვლოვანი ცემენტის ხსნარით (0.00—0,8 მმ) შეიძლება მოეწყოს 1 მმ სისქის მოჭიმვა შემდგომი აყრის რისკის გარეშე. თუ მოჭიმვა საჭიროებს ხსნარის უფრო მსხვილ ფრაქციას (0,00—8 მმ), მაშინ დაბოლოებებში საკმარისია გაკეთდეს ფრეზირებული ჩაღრმავებები 10 მმ სისქის, რისი დახმარებითაც შესაძლებელი ხდება გადაბმების გასწორება 1 მმ სიზუსტით.

ჩავარდნები და გუბეები ბეტონის ფილებში

PlastaPox UH გვაძლევს საშუალებას აღმოვფხრათ ეს დეფექტებიც წვრილი ფრაქციის ცემენტის ხსნარით მოჭიმვის მოწყობით.

განაპირა კუთხეების მოწყობა ბეტონირებით

ხშირად საჭიროა ბეტონის იატაკზე ნაპირების ამაღლება მუშა ნაკერის გარეშე ფილასა და ბორდიურს შორის. PlastaPox UH გვაძლევს საშუალებას გაკეთდეს მინიმალური სიმაღლის ამაღლებები, რითაც ხელს უწყობს საამქროში შიდა ტრანსპორტის დაუბრკოლებრივ გადაადგილებას ამაღლებული ადგილების დაუზიანებლად.

სარდაფებში ბეტონის კედლების ჰერმეტიზაცია

PlastaPox UH შეუძლია შეცვალოს ნაკერებში გასამჭიდროებელი ლენტები. ეს ხდება მარტივად. მზა ყალიბში ისხმევა PlastaPox UH ყალიბის კედლის სისქის ნახევარზე და შემდეგ უნდა ჩალაგდეს ბეტონი. ყალიბის კედლები წინასწარ უნდა დამუშავდეს ზეთით, ვინაიდან PlastaPox UH წებოვანია. ასე დაბეტონებული კედელი დინამიურად ეწებება ძველი კედლის ზედაპირს და ნაკერი ხდება წყალგაუმტარი.

წყალგაუმტარი ნაკერები ბეტონის ნაკეთობებს შორის

PlastaPox UH არის შესანიშნავი დამხმარე საშუალება ნაკერების ჰერმეტიზაციის ბეტონის ნაკეთობების მონტაჟის დროს. ბეტონის პროფილიანი ნაპირებით ნაკეთობები იდება ისე, რომ პაზი იყოს ქვევიდან და შიგ ნახევარზე ისხმევა PlastaPox UH ისე, რომ ზედა ბეტონის ნაწილი ჩაჯდეს შევსებულ პაზში. იმ შემთხვევაში, თუ ქვედა ნაწილს არა აქვს პაზი, მზადდება ცემენტის ხსნარის ფენა PlastaPox UH გამოყენებით და ზედა ნაკეთობა იდება ახალ ცემენტის ხსნარზე და გამაგრების შემდეგ ვღებულობთ წყალგაუმტარ შედუღაბებას.

მრავალფენოვანი ბეტონიტრბის შემთხვევაში.

თუ ბეტონირება ხდება ერთ სტადიათ, გამაგრებულსა და ახალ ბეტონს შორის წარმოიქმნება მუშა ნაკერები, რომლებიც არღვევენ ბეტონის ჰერმეტიზაციას და სტატიკურ დატვირთვისას ქმნიან პრობლემებს. PlastaPox UH -ს მეშვეობით შექმნილი დუღაბი ახალსა და ძველ ბეტონს შორის ხდება წყალგაუმტარი.

:: გამოყენება.

ზედაპირის დამუშავება

იმისათვის, რომ PlastaPox UH ოპტიმალურად იყოს ეფექტური, ზედაპირი უნდა იყოს სწორად დამუშავებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ დგება PlastaPox UH-ს ეფექტურობა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა ზედაპირს უნდა მოშორდეს ტალახი, ჭუჭყი, ცხიმები, ზეთები და სხვა შემშლელი სუბსტანციები. ამისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი წნევის ჭავლისა ან ორთქლის აპარატები. ქიმიკალიებით გაწმენდის შემდეგ ზედაპირი უნდა გაირეცხოს საკმარისი რაოდენობის წყლით. იმ შემთხვევაში, თუ ზედაპირი გაჟღენთილია მინერალური ზეთებით, გამოცდილია დამუშავება ალით (ცეცხლის ჭავლით). ამ მეთოდით ბეტონი იწმინდება 10 – 20 მმ სიღრმით. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბეტონის ზედაპირის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან ზეთი კაპილარულად მაინც აღწევს სიღრმიდან ზედაპირს და ისევ უშლის მაქსიმალურ შედუღაბებას. ამიტომ სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 48 საათისა ალით დამუშავების შემდეგ. დაშლილი ბეტონის ადგილები უნდა გაიწმინდოს წინასწარ.

PlastaPox UH დატანა

წყლით გარეცხილი ზედაპირი შეიძლება იყოს სველი, მაგრამ არ უნდა იდგეს გუბეები. PlastaPox UH არის 2-კომპონენტიანი სინთეტიკა ორ ჭურჭელში (ა და ბ კომპონენტები). ხმარების წინ ორივე კომპონენტი ერთი ერთზე ირევა ერთმანეთში და მასალა მზად არის გამოყენებისათვის. შერეული მასალა უნდა დაიტანოთ 30 წუთის განმავლობაში (სამუშაო პერიოდია დაახლოებით 40 წუთი 2 კგ შენარევის შემთხვევაში), ვინაიდან შემდგომ იგი გახდება ძალიან ბლანტი და ძნელად დასატანი. ახალი ბეტონის დასხმის დრო იზრდება 2-3 საათამდე, ანუ ძველსა და ახალ ზედაპირებს შორის შედუღაბება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც PlastaPox UH არის ჯერ კიდევ წებოვანი. იმ შემთხვევაში, თუ PlastaPox UH გაშრება მანმადე, ვიდრე დავიტანთ ახალ ბეტონს, უნდა წაესვას PlastaPox UH ახალი ფენა.

PlastaPox UH ოპტიმალური რაოდენობა არის 80-100 გრ. 1 კვ. მეტრზე. ამ შედეგს აღწევენ 2 კომპონენტიან “აირლესს” გამაფრქვეველის გამოყენებისას. ფუნჯის ან როლიკის გამოყენების შემთხვევაში ხარჯი იზრდება 200-250 გრამამდე 1 კვ. მეტრზე.

დიდი ფართის შემთხვევაში აირლესს გამაფრქვეველის გამოყენება საგრძნობლად ეკონომიურია, ვინაიდან მასალის ხარჯი მცირდება მესამედზე. მაგრამ ეს ძვირად ღირებული ხელსაწყო ამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასამუშავებელია მუდმივად დიდი ფართები.