Hydro Chemie INT GmbH

Plasta®Pox UW

:: ზოგადი

ეს არის 2-კომპონენტიანი სინთეტიკა, დამზადებული ეპოქსიდური ფისების საფუძველზე, ქვის წყობასა და ბეტონში ნაპრალებისა და ბზარების ამოვსრბისათვის და ასევე სიცარიელების ამოვსებისათვის ჰერმეტიზაციის დროს. შესაბამისად მასალა მიეწოდება ორ ჭურჭელში (ა და ბ კომპონენტები). გამოყენებისათვის ორივე კომპონენტი ერთი ერთზე ირევა ერთმანეთში და 30 წთ განმავლობაში უნდა ჩაიპრესოს (მუშა პერიოდია 40 წთ 18°C. შენარევის მასა 2 კგ), ვინაიდან შემდეგ შენარევი ბლანტდება და წვრილ ბზარებში მიუღწევადი ხდება. ცივ კედელში ინიექციის შემთხვევაში “ღია პერიოდი” იზრდება 2-3 საათამდე. ამ დროის განმავლობაში Plasta®Pox UW არ მაგრდება, უზრუნველყოფს კარგ წვრილ განაწილებას და როგორც ყველა ეპოქსიდური ფისების შემთხვევაში, გამოყენების დრო დამოკიდებულია გარე ტემპერატურაზე. დაბალი ტემპერატურე ანელებს გამაგრების პროცესს, მაღალი კი აჩქაერბს რეაქციას. პრესმოწყობილობები და სხვა ხელსაწყოები უნდა იწმინდებოდეს “ბა”-გამწმენდით 30-40 წთ განმავლობაში მუშაობის დამთავრების შემდეგ. გამაგრების შემთხვევაში Plasta®Pox UW აღარ იხსნება არანაირი გამხსნელებით და შეიძლება გაეცალოს მხოლოდ მექანიკურად. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეს-ტუმბოზეუმრტრს წილად უნდა იცვლებოდეს ტუმბოს თავი და მაღალი წნევის შლანგი, ან ტუმბოს კორპუსი იქნება გასაჩარხი. ჩაპრესვის შუალედებში გაწმენდა არ არის აუცილებელი, ვინაიდან ტუმბოს სისტემა იწმინდება ფისის ახალი პორციით. ამიტომ აუცილებელია შეირიოს ფისის 2 კგ მასა, რომ სისტემა ხშირად იწმინდებოდეს ფისის ახალი შენარევით. სპეც-მოდიფიცირებული Plasta®Pox UW იძლევა შესანიშნავი გამაგრების გარანტიას წყალქვეშაც კი, გამაგრებას სველ ზედაპირებზე. Plasta®Pox UW თავსებადია Porofin-თან.

:: ჩაპრესვა ჰორიზონტალურ გადაღობვაში

თანახმად გერმანული სტანდარტისა (დინ 18195-4 და დინ 18195-6), ქვის წყობაში ჰორიზონტალური იზოლაციის მოსაწყობად წინასწარ კეთდება ცემენტის ხსნარის თხელი ფენა და შემდეგ მასზე იდება, მაგალითად, ქვიშამიყრილი რუბეროიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ რუბეროიდი უნდა იდოს წყობის ქვედა რიგზე მყარად. თუ ეს პირობა არ სრულდება, მაშინ რუბეროიდის ქვეშ ჩნდებიან ალაგ-ალაგ სიცარიელეები, საიდანაც ვერტიკალური იზოლაციის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია წყლის შემოდინება. შედეგი შეიძლება იყოს უფრო სავალალო, თუ წყობაშიაც ნაკერები არ არის კარგად შევსებული ხსნარით. სამწუხაროდ სტანდარტის ეს მოთხოვნილება ხშირად არ სრულდება და იწვევს აუცილრბლობას ჰერმეტიზაციის დამატებითი ზომების მიღებას. ამ შემთხვევაში Plasta®Pox UW უნდა ჩაიპრესოს რუბეროიდის ქვეშ და უნდა გათვალისწინებულ იქნას კედლის წყობის ტიპი.

მთლიანი აგურის ან მთლიანი ქვების წყობა

ამ შემთხვევაში გაბურღვა შეგვიძლია დავიწყოთ რუბეროიდის ზევიდან და გავხვრიტოთ რუბეროიდიც. ასეთი პრეს-არხის მეშვეობით ფისი იპრესება რუბეროიდის ქვეშ. გაბურღული არხებიც მთლიანად ივსება ფისით და ხდება მათი სრული ჰერმეტიზაცია.

ტიხროვანი და სხვა ქვების შემთხვევაში

ასეთი კედლის წყობის შემთხვევაში ზემოდ აღნიშნული მეთოდი ხდება შეუძლებელი დამატებითი ტამპონირების გარეშე. რუბეროიდის ქვეშ ჩაპრესვისათვის აუცილებელია შეიქმნას წნევა, რომელიც არ ვითარდება ქვებში სიცარიელების გამო და ფისი ჩვეულებრივად ადის ზევით. ამიტომ ასეთი წყობის შემთხვევაში გაბურღვა უნდა ხდებოდეს რუბეროიდის ქვევით და ფისი ამ შემთხვევაში ავა რუბეროიდამდე, შეიქმნება საჭირო წნევა და ფისი შეავსებს რუბეროიდსა და წყობას შორის თხელ სივრცეს.

ჩაპრესვა რუბეროიდის ქვევით წყობის ძირში

ანუ, ბეტონის ფუნდამენტისა და წყობის პირველ რიგს შორის. ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩაპრესვა შეუძლებელია, გაბურღვა უნდა შესრულდეს მხოლოდ რუბეროიდის ზევიდან შემდგომი მისი გახვრეტით. ეს კი იწვევს რუბეროიდის ზევით, როგორც მინიმუმ, წყობის ერთი რიგის სიცარიელების შევსებას. ჩაპრესვისათვის საკმარისი წნევის შესაქმნელად სიცარიელეები ტიხროვანი აგურის შემთხვევაში ივსება ინიექციების მეშვეობით წნევის გარეშე. მეორე მაგალითში სიცარიელეები ივსება სამონტაჟო ქაფით, რის შემდეგ ხდება ფისის ჩაპრესვა რუბეროიდის ქვეშ. მესამე მაგალითში რუბეროიდი დევს როგორც ბეტონის ფუნდამენტზე, ასევე წყობის პირველ და მეორე რიგებს შორის. ამ შემთხვევაში იბურღება პირველი რიგი ორივე რუბეროიდის ფენების გახვრეტით. შემდეგ ხდება Plasta®Pox UW ინიეცირება წნევის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ ფისი იპრესება სიცარიელეებში.

კომბინირებული ჩაპრესვა სიცარიელეებში

ჩვენმა ორმოცწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხშირ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს საქმე წყლის შემოჟონვასთან, თან ხდება კედლის კაპილარული დანესტიანებაც. ამ შემთხვევაში Plasta®Pox UW ინიექციები საკმარისი არ არის, ვინაიდან იპრესება მხოლოდ მსხვილი არხები და სიცარიელეები.ეს აიხსნება იმით, რომ Plasta®Pox UW არის ბლანტი ფისი, ვერ აღწევს წვრილ ფორებსა და კაპილარებამდე და ბუნებრივია ჩნდება Porofin დამუშავების აუცილებლობა. Plasta®Pox UW და დამუშავების თანამიმდევრობას არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თანამიმდევრობის ამორჩევა აუცილებელია.

წყლის ძლიერი შემოდინებით გამოწვეული დაზიანებები

ამ შემთხვევაში აუცილებელია ჯერ Plasta®Pox UW-თი შეჩერდეს წყლის შემოდინება და უკვე გაშრობის შემდეგ დამუშავდეს Porofin-ით.

ჰორიზონტალური Porofin-გადაღობვა, რომელიც შემდგომში უნდა დაიპრესოს წყლის შემოდენის წინააღმდეგ. ზოგ ჯერ ხდება ისე, რომ უკვე რამოდენიმე წლის Porofin-გადაღობვას უნდა დაემატოს წყლის შემოდენის საწინააღმდეგო Plasta®Pox UW გადაღობვა. ამის მიზეზია გრუნტის წყლების დონის მომატება. დამატებითი Plasta®Pox UW ჩაპრესვისათვის არ არსებობს რაიმე დამატებითი მოთხოვნილებები.

:: შემოწოლილი წყლების საწინააღმდეგო Porofin-გადაღობვა

წვრილფოროვანი საშენი მასალების ზედაპირების დაცვა შემოწოლილი წყლებისაგან ხორციელდება ჰიდროფობირებისა და ფისების ჩაპრესვის კონბინაციით. ამ კომბინირებული გადაღობვის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ის, რომ ყველაზე ფოროვანი და უხეში კირხსნარის ზედაპირიც კი, დამუშავებული Porofin-ით, უძლებს წყლის სვეტის 10 მ სიმაღლის წნევას (38 სმ კედლის სისქე). დიდი არხები ივსება რეაქციული Plasta®Pox UW ფისით.

Porofin გადაღობვის მოწყობა შემოწოლილი წყლების საწინააღმდეგოდ სავსე ქვის წყობაში

სავსე ქვის წყობაში, სადაც ნაკერები არის მთლიანად შევსებული, რეკომენდირებულია ჯერ Porofin გადაღობვის მოწყობა. როგორც კი Porofin განაწილდება კედლებში და გახდის სამშენებლო მასალას ჰიდროფობურს, შემოწოლილი წყლების ადგილზე მასალა კაპილარულად აღარ დასველდება და შესაბამისად აღარ შეიწოვს შემოწოლილ წყალს, შემოწოლილი წყლის შემოდინება გაიზრდება და უფრო მკაფიოდ გამოჩნდება წყლის შემოდინების ადგილი. ამის შემდეგ PlastaPox UW ჩაპრესვა მოხდება მიზანმიმართულად შემოდინების ადგილებში და ჩაპრესვის შედეგი ადვილად არის კონტროლირებადი.

ნასვრეტიანი ქვის წყობის ზედაპირებზე Porofin გადაღობვის მოწყობა

ნასვრეტებიანი ქვის წყობა მოითხოვს შესრულებული სამუშაოების არა მარტო მაღალ ხარისხს, არამედ PlastaPox UW უფრო დიდ ხარჯს. ასეთი წყობის შემთხვევაში სამუშაოები ყოველთვის უნდა იყოს დაწყებული სიცარიელეების PlastaPox UW შევსებით. ჩაპრესვა იწყება ქვის წყობის ქვედა რიგიდან და სრულდება რიგ-რიგობით საჭირო ნიშნულამდე (სარდაფის გადახურვამდე ან მიწის ნიშნულამდე), ამგვარად შეივსება ყველა ნასვრეტი, ჰაერი კი პრობლემების გარეშე ავა ზევით. PlastaPox UW გამაგრების შემდეგ (1 დღე) Porofin ინიექციები კეთდება ახალ გაბურღულ ნახვრეტებში ზევიდან ქვევით. მუშაობის ეს მეთოდი გვაძლევს სამშენებლო მასალის ჰიდროფობირების ოპტიმალურ ვარიანტს.

ნიჟარებისა და ბზარების ჩაპრესვა ბეტონში

თავიდან ხდება გაბურღვა და საინიექციო პაკერების ჩალაგება. ნიჟარები და ბზარები ჯერ იხშობა ბლიც-ცემენტით იმისათვის, რომ ჩაპრესილი ფისი არ გამოვიდეს კედლებიდან. აუცილებელია დაცდა, რომ დამახშობელი ცემენტის ხსნარი გამაგრდეს და ჩაპრესვის დროს არ ამოვარდეს ფისის წნევის ქვეშ. ბზარები 1 მმ ნაკლები სისქის შეიძლება ჩაიპრესოს დაუხშობლად, ვინაიდან PlastaPox UW თავისი სიბლანტის გამო არ გამოედინება ბზარებიდან. მხოლოდ ამ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ უნდა შეირიოს ერთმანეთში PlastaPox UW კომპონენტები და მაშინვე ჩაიპრესოს. ვერტიკალური ბზარების შემთხვევაში გაბურღვა რეკომენდირებულია ჩატარდეს შენაცვლებით ბზარის მარცხნიდან და მარჯვნიდან, ვინაიდან აუცილებელი არ არის, რომ ბზარი გადიოდეს ზედაპირის პერპენდიკულარულად. ჰორიზონტალური ბზარების შემთხვევაში კი შესაბამისად იბურღება ბზარიდან ზევით ან ქვევით.

“თეთრი აბაზანების” იატაკი/კედლის გადაბმების დამატებითი გასამჭიდროებელი ჩაპრესვა

ე. წ. “თეთრი აბაზანები” ბეტონის იატაკსა და კედლებს შორის ჰერმეტიზაციას მოითხოვენ. როგორც წესი, ამ ადგილების ბეტონირების დროს ფუნდამენტის ფილაში ეწყობა სანაკერო ლენტები, პერფორირებული შლანგები ან ეწყობა დინამიურად შეკრული კედლისა და ფუნდამენტის ფილის მკვრივი შეერთება ჩვენი შემაწებებელი ფისის PlastaPox UH მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ ეს თავის დროზე არ იყო გაკეთებული ან სხვა მიზეზების გამო ნაკერებმა დაკარგა ჰერმეტიულობა, ის შეიძლება ხელახლა გამკვრივდეს PlastaPox UW ინიეცირებით. ჩაპრესვისათვის გაბურღვა ხორციელდება ინტერვალით 12 – 15 სმ. აუცილებელია ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ დაახლოებით კედლის სისქის შუაში გადასაბმელი ნაკერი გაიბურღოს თავიდან ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ ბურღი შეეჯახება არმატურას, უნდა თავიდან გაიბურღოს 1 – 2 სმ მოშორებით. ვინაიდან არმირებულ ბეტონში გაბურღვისას შეიძლება შეგვხვდეს დაბრკოლება და დაიკარგოს დრო, ამიტომ ჯერ უნდა დამთავრდეს ყველა გაბურღვა და შემდეგ მოხდეს PlastaPox UW ორივე კომპონენტის შერევა და ჩაპრესვა.

ბეტონში მუშა ნაკერების შემდგომი საჰერმეტიზაციო ჩაპრესვა

როდესაც ბეტონის სამუშაოების შეწყვეტის დრო აღემატება მისი გამაგრების პერიოდს, ჩნდება ე. წ. “მუშა ნაკერები” “ძველსა” და “ახალ” ბეტონს შორის, ანუ ახალი ბეტონი არ არის მჭიდროდ შეკავშირებული ძველთან. ეს მუშა ნაკერები ქმნიან ხიფათს, რომელსაც სამწუხაროდ აქცევენ ძალიან მცირე ყურადღებას. ამ შემთხვევაში პრობლემას სტატიკური მდგრადობა კი არ ქმნის, არამედ პრობლემა ჩნდება ბეტონის ქიმიური სტრუქტურის ცვლილების გამო. ბუნებრივად ბეტონი წარმოადგენს ტუტე შენაერთს და იცავს არმატურას კოროზიისაგან. ბეტონში მოხვედრილი წყალი კი, რომელიც შეიცავს ნახშირმჟავებს, SO2 , აზოტის მონოქსიდს ან გუმინის მჟავას გრუნტის წყლებიდან და ა.შ., ანეიტრალებს ბეტონის ტუტე შემადგენლობას. როგორც კი ბეტონი ნეიტრალდება არმატურამდე, მაშინ იწყება ფოლადის კოროზია. მუშა ნაკერები კი წარმოადგენენ იმ კაპილარულ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ატარებს ბეტონში წყალს გაცილებით უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ახერხებენ წვრილი ფორები. ამიტომ მუშა ნაკერების მიდამოებში ბეტონის ნეიტრალიზაცია ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე დანარჩენ ზედაპირებზე. PlastaPox UW არის ფოლადის არმატურის ანტიკოროზიული დაცვის საინიექციო საშუალება და მისი გამოყენება აუცილებელი ხდება ბეტონის იმ მიდამოებში, სადაც ხდება წყალთან შეხება. მუშა ნაკერების ინიექცირება თავისი შესრულებით შეესაბამება ზემოთ აღწერილ “იატაკი-კედელი”-ს დამაკავშირებელ გადაბმის ჩაპრესვას.