Hydro Chemie INT GmbH

Porozid

:: ზოგადი

შმორის სოკოს გაჩენა სათავსოებში არის სინესტის მანიშნებელი, ვინაიდან წყლის გარეშე სოკო კვდება. სინესტე კი კედელში მხოლოდ არაჰერმეტიულობის გამო არ ჩნდება, არამედ ჩნდება ასევე შენობის შიგნიდან რეცხვისას, შხაპის მიღებისას, ხარშვისას და სხვა. ასევე კედელი შესაძლოა დაანესტიანოს კონდენსირებულმა წყლებმა. ბევრ ბინებში და სამუშაო ოთახებში კედლებში არსებობენ მონაკვეთები, რომლებიც იმყოფებიან ორთქლის ინტენსიურ მოქმედების ქვეშ და ამიტომაც არიან სინესტის სოკოს გაჩენის რისკის ქვეშ. სოკოს სპორები კი, როგორც ცნობილია, არის მრავალი დაავადებისა და ალერგიული რეაქციების მიზეზი, ისეთი როგორიცაა სასუნთქი ორგანოების ანთება და მჟღავნდება მუდმივი ინფექციებიც სახით და იმუნური სისტემის დაქვეითებით. ზოგიერთი სინესტის სოკოს სპორები (თესლი), მაგალითად “ასპერგილუს ფლავუს”, “ასპერგილუს აფრიკანუს” და სხვა მრავალი სიკვდილის მიზეზი არიან. ყველაზე ცნობილია ფარაონების სამარხების შემსწავლელების სიკვდილიანობა. გაუნათლებლობის გამო იმ პერიოდში მათი სიკვდილი მიეწერებოდა ფარაონების წყევლას. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელ და სამრეწველო-სამეურნეო ფართებზე უნდა აღიკვეთოს სინესტის სოკოს გაჩენა. სოკო კი ჩნდება მაშინ, როდესაც არსებობს საკმარისი საკვები და სინესტე. ხშირ შემთხვევაში ეს არის კედლის შპალერის ცელულოზა ან ზოგიერთი საღებავების შემადგენელი ნაწილი. იმ შემთხვევაში, თუ არ არის საშუალება მოვაშოროთ სინესტე, ეს ზედაპირები აუცილებლად უნდა დამუშავდეს, რომ სოკო არ იყოს სიცოცხლისუნარიანი.

:: რა შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარება აეროზოლი Pოროციდ

Porozid არის სპეციალური პრეპარატი სათავსოების შიგნიდან დამუშავებისათვის. იგი არ შეიცავს ტოქსიკურ მფრინავ ნაწილაკებს, თავისუფალ ქლორს და ჰიპოქლორიდს. მისი მოქმედება დაფუძნებულია არამფრინავ ორგანულ ფუნგიციდებსა და ბაქტერიციდების თვისებებზე (ეგრედწოდებულ ამონიუმის მეოთხედკავშირებზე), რომლებიც აღკვეთავენ სოკოსა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების გაჩენას. Porozid არ შეიცავს გამათეთრებელ და გამაღიზიანებელ ნივთიერებებს, ამიტომ არ უქმნის საფრთხეს ადამიანების და შინაური ცხოველების სიცოცხლეს. შესაძლებელია მისი გამოყენება სამზარეულოებში, გასტრონომიურ დაწესებულებებში და სხვა ზედაპირებზე (ტყავი, ხე, ტექსტილი, შპალიერი და სხვა). სხვა იაფი აეროზოლებისაგან განსხვავებით Porozid მოქმედებს რამოდენიმე თვე.

:: გამოყენება

დამუშავება შეიძლება როგორც პულვილიზატორით, ასევე ფუნჯით, რბილი ქსოვილით და სხვა. ფოროვანი მინერალური ზედაპირები (ტექსტილი, შპალიერი) უკეთესია დამუშავდეს გამაფრქვეველით, ტყავი, ხე და პლასტმასა კი Porozid-ში გაჟღენთილი რბილი ქსოვილით. ვინაიდან Porozid არ შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს, შეიძლება დამუშავდეს ასევე ქაღალდი (საბუთები). დამუშავებული შეღებილი ტექსტილი არ კარგავს ფერს იმის გამო, რომ Porozid არ შეიცავს თავისუფალ ქლორს. ზედაპირზე მისი დატანების შემდეგ უნდა დავიცადოთ მოქმედებისათვის 2 სთ და შემდეგ განვაგრძოთ დამუშავება (რეცხვა, წმენდა, შეღებვა და სხვა). Porozid მოქმედებას უმრავლეს შემთხვევაში შეიტყობთ შმორის ფერის შეცვლით. ამის შემდეგ დაზიანებული ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ჯაგრისით და წყლით. რეკომენდირებულია შპალერისა და საღებავების ძველი ფენები საერთოდ მოაცილოთ და კიდევ ერთხელ დაამუშავოთ ზედაპირი. ეს მოგცემთ საშუალებას კიდევ დიდი ხნით დაიცვათ ზედაპირი სოკოს გაჩენისაგან.