Hydro Chemie INT GmbH

ინოვაცია და ორიენტაცია დამკვეთზე
ჩვენს მოღვაწობაში მთელს მსოფლიოში.

Hydro Chemie მაღალი ხარისხის მისაღწევად მთელს მსოფლიოში ეყრდნობა ჩვენი ექსპერტების პერსონალურ მომსახურებას.

მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში

ჩვენ ვართ გერმანული ფირმა, ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში და ეს სია მუდმივად ივსება ახალი ქვეყნებით. იმისათვის რომ შევესაბამებოდეთ ჩვენს პრინციპებს მივაწოდოთ მხოლოდ ინოვაციური პროდუქცია, ჩვენ ვფლობთ პროდუქციის შემუშავების საკუთარ ტექნოლოგიებს და ვატარებთ სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს. წარმოებისა და გაყიდვის გარდა ჩვენ ინტენსიურად ვასწავლით ჩვენს პარტნიორებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარს გარეთ. ჩვენ გადავცემთ ცოდნას და ვაკვირდებით, რომ ჩვენს მიერ წაყენებული მაღალი გერმანული სტანდარტი დაუყოვნებლივ სრულდებოდეს და ჰპოვოს გამოყენება ყველა ქვეყანაში.

პროფესიონალური კომპეტენცია

გერმანიასა თუ დანიაში, რუსეთსა თუ მაროკოში, თურქეთსა თუ ავსტრიაში, უკრაინაში, ესპანეთში, ინდოეთში, საქართველოში და მრავალ სხვა ქვეყანაში თქვენ ღებულობთ არამარტო ჩვენს პროდუქტს, არამედ ხვდებით ინტენსიურად მომზადებულ ჩვენს სპეციალისტებს ტექნოლოგიების ბრწყინვალე ცოდნით, კომპეტენტურ ექსპერტულ კონსულტაციებს და აგრეთვე პროფესიონალ, კომპეტენტურ, კვალიფიცირებულ მუშებს, რომლებიც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს. პროფესიონალური კომპეტენცია სამუშაო პროცესების მთელს ჯაჭვში, დაწყებული წარმოებით პროდუქტის გამოყენებამდე ჩვენთვის ძალზედ საყურადღებოა.

ეკოლოგიაზე ზრუნვა

“რასაც არ უნდა აკეთებდე, დაფიქრდი საბოლოო შედეგზე”. ამ პრინციპს ჩვენ ვიცავთ უკვე პროდუქციის შემუშავების დროს. ჩვენ ვირჩევთ ნედლეულს, რომელიც აკმაყოფილებს ეკოლოგიურ მოთხოვნილებებს მოსამზადებელი წარმოების დროს, ხოლო პროდუქციის წარმოების დროს ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას ენერგორესურსების მცირე ხარჯს, ასევე ვზრუნავთ უნარჩენო წარმოებაზე. ყველგან, სადაც კი შეიძლება, ჩვენ ვზრუნავთ გარემოს დაცვაზე, რასაც ვაღწევთ ჩვენი პროდუქტის ხენგრძლივი მოქმედებით. მოკლევადიანი მოქმედების პროდუქტის შემთხვევაში კი ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას მათ კარგ ბიოლოგიურ დაშლის უნარს.